ჩვენ შესახებ

პირველად საქართველოში შ.პ.ს. "ჯავარი" აწარმოებს ლითონის ნაგლინის მხატვრულ დამუშავებას უახლესი გერმანული წარმოების პროგრამული ლითონდასამუშავებელი დაზგით. შ.პ.ს. "ჯავარი" გთავაზობთ შავი ლითონის ნაგლინს და მათგან წარმოებულ დეკორატიულ და ფუნქციონალურ ნაკეთობებს (კარებებს, ჭიშკრებს, მოაჯირებს, გისოსებს, კიბეებს, ლითონის ავეჯს).

შ.პ.ს. ჯავარი პროფესიონალურ დონეზე უზრუნველყოფს კონსტრუქციების პროექტირებას და დიზაინს, მონტაჟს, ნაკეთობის ღებვას უნიკალური მეთოდით სპეციალური გერმანული საღებავებით, რაც გულისხმობს დაძველებას ექვს ძირითად ფერში (ოქრო, სპილენძი, ვერცხლი და ა.შ.). საღებავს ახასიათებს საუკეთესო შეთვისება უჟანგავ ფოლადთან, ფერად ლითონებთან, მათ შორის ალუმინთან და მის შენადნობებთან და მოთუთიებულ ზედაპირებთან.

`ჯავარი~-ს მიერ არის შესრულებული ყოვლადწმინდა სამების მცირე ტაძრის კარი, რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ლითონის ნაკეთობები, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რუსთაველზე, კონსერვატორიის ფასადის ფანჯრების გისოსები და კარები, სამეფო უბნის თეატრის აივნის მოაჯირი, ხაშმის და ნინოწმინდის ეკლესიის კარებები, რესტორნები "ქალაქური" და "შემოიხედე გენაცვალე", ჰიპერმარკეტ "გუდვილი"-ს ახალი შენობის კიბე, ქალაქ გორის ცენტრალური მოედნის შადრევანი, ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესიის ცენტრალური კარი, დDირბის მონასტრის ალაყაფი, სასტუმრო "პარკ-ჰოტელი" ქუთაისში, დიდუბის პანთეონის ღობე, სავაჭრო ცენტრი გაგარინის მოედანზე, ტოტალიზატორი "იმპერიალი", სასტუმრო "ლილე" ღვინის აღმართზე, "სუხია"-ს სახ. ტურნირის კომპლექსი გუდაურში, კერძო შეკვეთები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და ასევე ნიუ-იორკში, ატლანტაში, შვეიცარიაში და სხვ.

კონტაქტი

  • მისამართი: თბილისი 0154 ვანის ქუჩა N7ა
  • ტელეფონი: (995 32) 234 55 99, 234 54 99
  • Email: info@javari.ge